2020-02-14 16:54:30
წერილში საუბარი არ არის უგულავას საკითხზე - ზალკალიანი გერმანია-საფრანგეთის წერილებზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანელი და ფრანგი კოლეგებისგან წერილის მიღებას ადასტურებს, თუმცა მის გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს. მინისტრის დავით ზალკანიანის თქმით, წერილი არის მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით და მასში არ არის საუბარი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საკითზე. 

“გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და საფრანგეთთან საქართველოს აქვს ბრწყინვალე ურთიერთობები, ორივე ქვეყანა არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და კოლეგა მინისტრებთან მიმდინარეობს მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკითხზე” - განაცხადა ზალკანიანმა.   

ამავე თემაზე