2020-02-14 16:46:28
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ზედმეტი მღელვარებისგან და პანიკისგან-ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კორონავირუსზე

ჩვენ ვრჩებით „მწვანე ზონაში“, ანუ კორონავირუსის აღმოცენების რისკი ქვეყანაში დაბალია, პრევენციული ღონისძიებები გრძელდება მაღალი ინტენსივობით-აღნიშნული განცხადება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სააკორდინაციო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

გაბუნიამ ასევე, აღნიშნა რომ შეხვედრაზე ასევე იქნება სავარჯიშოები, რომელიც ჩატარდება უწყებების წარმომადგენლებისთვის.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვრჩებით „მწვანე ზონაში“, ანუ კორონავირუსის აღმოცენების რისკი ქვეყანაში დაბალია, პრევენციული ღონისძიებები გრძელდება მაღალი ინტენსივობით. მთავრობის დადგენილება ამოქმედდა იანვრის ბოლოს და მის თანახმად განისაზღვრა ყველა პასუხისმგებელი უწყება, რომელიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ჩაერთოს ამ ღონისძიებებში. დღევანდელი შეხვედრა არის სამაგიდო- სავარჯიშო, რომელიც ტარდება პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოვა სკრინინგით გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევა, სად უნდა მოხდეს მისი გადამისამართება, როგორ ვიქცევით კარანტინის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის განათლება და ყველა ის დეტალი, რაც უკავშირდება შემთხვევის მართვას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ კოორდინირებულად და სინქრონილად ვიმოქმედოთ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს სრულ მზადყოფნაში კირონავირუსის პრევენციისთვის”,- განაცხადა გაბუნიამ.

ამავე თემაზე