2020-02-14 15:34:02
ზეწოლა მედიაზე - "ტვ პირველი", "მთავარი არხი" "ფორმულა" "აჭარის ტელევიზია" - რა დაბლოკა "ქართულმა ოცნებამ" სტრასბურგის დოკუმენტში მედიაზე

ზეწოლა მედიაზე - "ტვ პირველი", "მთავარი არხი" "ფორმულა" "აჭარის ტელევიზია" - რა დაბლოკა "ქართულმა ოცნებამ" სტრასბურგის დოკუმენტში მედიაზე - ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. დოკუმენტი მოიცავდა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

"მედია გარემო საქართველოში დინამიური და პლურალისტური, მაგრამ ამავდროულად პოლარუზებული. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ხშირად კრიტიკულ მედიაზე ხორციელდება ზეწოლა, და მთავრობა სასამართლოს გზით ახორციელებს ზეწოლას გვარამიას მთავარის დამფუძნებლის, რურუას მთავარის მეწილისა და ასევე ფინანსურ და გადასახადებიდან დაკავშირებით (ავთო წერეთლისა და ტვ პირველის) წინააღმდეგ. სასამართლო პროცესებზე ხდება. ასევე კრიტიკული ჟურნალისტების სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც ეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში მოხდა. იმედი გვაქვს რომ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს თავის მოვალეობას და ექნება დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. იქნება სამართლიანი და მიუკერძოებელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში." - აღნიშნულია განცხადებაში. 


 

ამავე თემაზე