2020-02-14 15:50:24
ბელიაშვილზე სასაწყობე ფართი იწვის (ფოტო+ვიდეო)

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია. ტერიტორია ,,თბილსერვის ჯგუფს" ეკუთვნის. ამ ეტაპზე ცეცხლის ლოკალიზების სამუშოები მიმდინარეობს. მეხანძრე მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებამდე ჯერ არ მისულად. ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ტერიტორიაზე არსებული ქარი ართულებს. გავრცლეებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები არიან მობილიზებულები. წინასწარი ინფორმაციით, 500 კვ. მეტრია დამწვარი. 

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

 

 



 

ამავე თემაზე