2020-02-14 15:39:33
ნაცმოძრაობა, თავისი სატელიტებით გვთავაზობს მოცემულობას რომ მათ უნდა ჰყავდეთ მხოლოდ ლობისტები და "ქართულ ოცნებას" არა-მდინარაძე

ნაცმოძრაობა, თავისი სატელიტებით გვთავაზობს მოცემულობას რომ მათ უნდა ჰყავდეთ მხოლოდ ლობისტები და "ქართულ ოცნებას" არა- ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე მათი პარტიის მიერ ლობისტების დაქირავების საკითხზე ოპონენტების კრიტიკას.

მდინარაძის შეფასებით, საჭიროა, " სიმართლე მიიტანონ ყველას ყურამდე".

"ნაცმოძრაობა, თავისი სატელიტებით გვთავაზობს მოცემულობას რომ მათ უნდა ჰყავდეთ მხოლოდ ლობისტები და "ქართულ ოცნებას" იმიტომ რომ სიმართლე არავის ყურამდე მივიდეს, არ უნდა ჰყავდეს. მე თუ მკითხავთ დაგვიანებულიც კია, ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ პარტიის მხრიდან. ისინი [ოპოზიცია] საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ და ამ კამპანიაში თუ ჩვენი ლობისტები ჩვენი მეშვეობით ხელს შეუშლიან, ეს მათი პანიკის საფუძველია,"-აცხადებს მდინარაძე.

ამავე თემაზე