2020-02-14 15:29:27
ვერცერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის და ვერ იქნება უფრო მეტად ინფორმირებული ვიდრე ჩვენ, ვინც ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში-მიხეილ ყაველაშვილი

ვერცერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის და ვერ იქნება უფრო მეტად ინფორმირებული ვიდრე ჩვენ, ვინც ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში-ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების უარყოფით შეფასებებს "TV პირველის" ეთერში. 

"ჩვენ ვაგრძელებთ, რომ მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა ხდება ადგილზე, ჩვენს რეალობაში, ვერცერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის და ვერ იქნება უფრო მეტად ინფორმირებული ვიდრე ჩვენ, ვინც ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიცით არსებული რეალობა. ვერცერთი კონგრესმენი, ვერცერთი ევროპარალმანეტარი ვერ დამიმტკიცებს იმ რეალობას, რა რეალობაშიც მე მიწევს ცხოვრება, გამოწვევებს და პრობლემებს", — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის აზრით, მთავარია ის, რომ ამერიკის ოფიციალური მთავრობა მხარს გვიჭერს და ეს მხარდაჭერა წლევანდელ ბიუჯეტშიც აისახა.

ამავე თემაზე