2020-02-14 13:44:10
"ივანიშვილის მსახურის ვეფხვია ლომიძის გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები" - მელიას პროტესტი ე.წ კლანის მოსამართლეს (ვიდეო)

ივანიშვილის მსახურის ვეფხვია ლომიძის გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. მელიას თქმით მოსმართლე ივანიშვილის მსახურია და ქვეყანაში სამართლიანი სასმართლო არ არსებობს

"მე დაველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილის სასამართლო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში არ არის არანაირი სასამართლო, მით უფრო მას შემდეგ რაც ამ სასამართლომაც კი ვერ გამამტყუნა და გამამართლა ორი თვის წინ და ახლა რაღაც მოიგონეს და ახალი მასკარადის დადგმა უნდათ და უნდათ რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამომიტანონ იმ საქმეზე სადაც თავადვე გამამართლეს. 

მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურს ერთ ერთ ყველაზე მორჩილ მოსამართლეს, ვინმე ვეფხვია ლომიძეს, მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები, არა იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები, არამედ უბრალოდ, რომ გავაპროტესტებ სასამართლოს არ არსებობას ქვეყანაში, ამიტომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს ვეფხვია ლომიძემ,  მე ამ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები ახლავე ვეუბნები მათ ვისაც აინტერესებს." - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ამავე თემაზე