2020-02-10 10:22:29
ელისო ვირსალაძე ხატია ბუნიათიშვილზე - „ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, საშინელებაა“

ხატია ბუნიათიშვილი Youtube-არხზე ЕщёнеПознер ქართველმა პიანისტმა,  ელისო ვირსალაძემ გააკრიტიკა. მისი თქმით, ხატიას  ტექნიკა არ ჰყოფნის და კლასიკურ მუსიკასთან საერთო არაფერი აქვს.

„ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ რასაც ის აკეთებს-საშინელებაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნამდვილი განათლება აკლია, თუმცა დღეს ეს გასაკვირი აღარ არის. ბევრი უკრავს ასე. ტექსტთან ასეთი ფუქსავატური დამოკიდებულება მე მიუღებლად მიმაჩნია“,- აცხადებს ვირსალაძე.

ხატია ბუნიათიშვილზე საუბრისას ვირსალაძე ამბობს, რომ ბევრისთვის ფინანსური მხარე გაცილებით მნიშვნელოვანია.

„გამომუშავება ყველას უნდა. პრინციპში, ეს ნორმალურია. ფული ყველას სჭირდება“,-აცხადებს ელისო ვირსალაძე.   

ამავე თემაზე