2020-01-24 18:28:48
დოდო გუგეშაშვილმა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ პირდაპირი ეთერით გაიგო

დოდო გუგეშაშვილმა შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ პირდაპირი ეთერით გაიგო. გუგეშაშვილის თქმით, ის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს დაუკავშირდება და მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობის დადგენას შეეცდება.
 
"პირდაპირ ეთერში გახდა ჩემთვის ცნობილი... ინიციალები არ მეცნობა, თუმცა დავუკავშირდები გამომძიებლებს და გავარკვევ დეტალურად. მე მართალია, გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, მაგრამ იმედია საგამოძიებო მოხსნის ამ შეზღუდვას. რაც შეეხება საქმის გახსნას, მე ჩემი უბედურების ყველა ეტაპზე ვიცოდი, დარწუნებული ვიყავი, რომ შედეგი დადგებოდა, რადგან გამომძიებლები დღე-ღამეში ალბათ 30 საათს მუშაობდნენ"- აცხადებს გუგეშაშვილი "ნიუპოსტსთან". 
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. 

ამავე თემაზე