2020-01-24 17:03:20
მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობა პატიმრებთან აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა - ომბუდსმენი პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს

ნინო ლომჯარია მოუწოდებს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ სახალხო დამცველს მხარდაჭერა გამოუცხადონ. 

"მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობა პატიმრებთან აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა", - აცხადებს ლომჯარია. 

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდა პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელისშეშლისა და ზემოქმედების ფაქტზე. საუბარია ომბუდსმენის პატიმრებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე.   

 

ამავე თემაზე