2019-12-13 15:21:32
ხელისუფლება ძალადობრივ ქმედებაზეა გადასული, მათ დაკარგეს ყველა ბერკეტი, რომ ადამიანებს ნორმალურად ესაუბრონ - ხაზარაძე 

საზოგადოებრივი მოძრაობამ "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მოსამართლეები არიან დროებით არჩეულები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარლამენტმა განაწესა უვადოდ. ხაზარაძის თქმით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სისტემა შეიცვლება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასამართლო რეფორმა ჩატარდება.  

„გუშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერანაირი სამართლებრივი ტესტი ვერ ჩააბარეს. დააკავეს ჩვენი ორი წევრი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალადობრივ ქმედებაზეა გადასული. მათ დაკარგეს ყველა ბერკეტი, რომ ადამიანებს ნორმალურად ესაუბრონ და შესაბამისად, მივიღეთ ის სიტუაცია, რაც მივიღეთ,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე