2019-12-12 17:01:38
"პარლამენტი ნამდვილად ყარს"- თინა ბოკუჩავა

ის სიმბოლური დატვირთვა, რომელსაც ეს ნივთიერება და ეს აქტი ატარებს, ჩემი აზრით, ნამდვილად შესაფერისია იმ მდგომარეობისა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტშია - აცხადებს  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავას განცხადებით, ეს ნივთიერება არ არის მომწამვლელი, არ არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო.

„როცა ჟურნალისტებს ცემენ, დეპუტატებზე ძალადობენ, ადამიანებს იჭერენ გარეთ და ამის ფონზე ზოგიერთი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას, ხოლო ზოგი მონა მოსამართლის უზენაეს სასამართლოში განწესებას ცდილობენ, დიახ, ის პარლამენტი ნამდვილად ყარს, მას უკვე აღარ აქვს ხალხისგან ლეგიტიმაცია და ამიტომ სიმბოლური იყო პროტესტის ის გამოხატულება, რომელიც აირჩიეს.ეს ნივთიერება მომწამვლელი არ არის. მე არ ვფლობ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გავრცელდა მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ამ ნივთიერების ფოტო, სადაც დეტალურად წერია, რომ ეს ნივთიერება არ არის მომწამვლელი, არ არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო. ის სიმბოლური დატვირთვა, რომელსაც ეს ნივთიერება და ეს აქტი ატარებს, ჩემი აზრით, ნამდვილად შესაფერისია იმ მდგომარეობისა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტშია,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე