2019-12-12 16:54:54
ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დატოვა დარბაზი - ვოლსკი

ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დატოვა დარბაზი - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა. 

​აქცია-პერფორმანსი ჩაატარეს და შემოვიდნენ, სუნი დააყენეს. არ ვიცი მათგან მოდიოდა თუ მათი ნივთიერებისგან. მშვიდად ვართ, ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დატოვა დაბრაზიაქცია-პერფორმანსი იყო, რომ რაღაცით ყურადღება მიიქციონ და სამარცხვინოა ეს ყველაფერი, სერიოზულადაც მსჯელობა არ შეიძლება, მაგრამ ერთი არის, რომ ლუსტრაცია ხდება ძალიან ინტენსიური. ნახეთ, როდის დაიწყო „ნაცმოძრაობამ“ შეტევა სასამართლოზე, როცა კუბლაშვილი წავიდა და ვერ ააყირავეს სასამართლო, შემდეგ, როცა სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები მიიღო მათთვის მოულოდნელად, სხვათა შორის გარკვეულ პირებზე, მათ შორის სააკაშვილზე და ასე შემდეგ. აი ამის შემდეგ, როცა დაინახეს, რომ სასამართლო არ ემორჩილება იმ რევოლუციურ მითითებებს, ამის შემდეგ დაიწყო და ინტენსიური გახდა შეტევები სასამართლოზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე