2019-12-09 18:12:53
გვაქვს მომეტებული შიშები, როგორი იქნება დაკავებული ვაჟა ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სახალხო დამცველი

გვაქვს მომეტებული შიშები, როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა - აცხადებს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. ლომჯარიას განცხადებით, არსებობს იმის საშიშროება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგეს.  

"რაც შეეხება ბატონ ვაჟას მდგომარეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის, წამების შესახებ ცხინვალის იზოლატორში და ასევე გვქონდა ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც  მისი გარდაცვალებით დამთავრდა, რა თქმა უნდა გვაქვს მომეტებული შიშები, როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა," - აცხადებს ნინო ლომჯარია.   

ამავე თემაზე