2019-12-09 14:35:41
ადამიანები მიდიან და მოდიან, საპენსიო რეფორმა არც ერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული   

ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „საპენსიო სააგენტოს" დირექტორის განცხადებას, რომ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. 

„ძალიან წარმატებულია ჩვენი საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპი, რაც მათ შორის ლევან სურგულაძის დამსახურებაა. განვიხილავთ მის წინადადებას, შევხვდებით, გავესაუბრებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც რეფორმის წარმატებისთვის იქნება საჭირო“, - აცხადებს თურნავა.

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. მან შესაბამისი განცხადება დღეს „საპენსიო სააგენტოს“ სათაო ოფისში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

ამავე თემაზე