2019-11-08 21:08:50
რას მაბურთავებთ აქ, თქვე ბაცნებო თქვენა...ვინ გგონივართ მე, თქვენ თვალში ხო არ გეპატარავებით?... - ვასაძე შსს-ს თანამშრომლებს

კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიზნესმესნმა ლევან ვასაძემ, შსს-ს თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვასაძემ აქციის მონაწილეების თანდასწრებით ბილწი ენით მიმართა მათ. 

"ამ სახელმწიფოში არასოდეს არავინ დამხმარებია, მხოლოდ დამცინიან, მხოლოდ ლაფში მსვრიან კომბლეს და ერთი ადგილის რაინდს მეძახიან. ეგ ერთი ადგილის მიმცემები ეგენი. თქვენ მაგათი დაქირავებული ხალხი ხართ, და მე მაწვებით და ჩემს მეგობრებს? რა გამოვა ამ საქართველოდან სადაც ქართული ცეკვის მოცეკვავეები ერთმანეთს ტყ....ენ. რა გვარებისა ხართ? როგორ დალევთ თქვენი წინაპრების სადღეგრძელოს. ამ ქვეყანაზე ბევრი კი არ დაგრჩათ, მეც მათ შორის. მერე რა ხდება შუქი ქრება? თუ გადადიხართ იმ სამყოფელში სადაც დაგხვდებიან თქვენი ბებია-ბაბუები როცა გკითხავენ შე შობელძაღლო რას შვებოდიო, როცა საქართველს რყვიდნენო. იმ კაი ხალხს რატო ქოლავდიო, ამის თუ არ გჯერათ, ქვენ ვინა ხართ საერთოდ. რა პრიკაზებს გაძლევენ, ამოდენა კაცს, ბებერ ლელობურთელს რომელსაც ყველა ძვალი მოტეხილი მაქვს, რას მაბურთავებთ აქ, თქვე ბაცნებო თქვენა, ვინ გგონივართ მე, თქვენ თვალში ხო არ გეპატარავებით? მოდი და ჩამქოლეთ რას მეთამაშებით? ხო ხედავთ ერთი ხელი არ დამირტყია თქვენთის. ერთ-ერთი თქვენი ჩათლახი მოვიდა მირტყა და დამილურჯა ფეხები. როგორ არა გრცხვენიათ თქვენ? რვა შვილის მამა ვარ ბოლობოლო. ის იდიოტები რეებსაც ოცნებობენ, ჩემს შვილიშვილებს შეეძლოთ ქონოდათ უცხოეთში. დავბრუნდი აქ, ჩემს სამშობლოში, რომ ჩემს სიწმინდეს ვემსახურო. აქ რომ ჩემს სამშობლოს ვემსახურო, სამშობლო გადავარჩინო, მისი ტრადიციები შევინარჩუნო და სიმწრის დაცინვის და ცინიზმის მეტი ვერაფერი ვნახე. ცარიელი თვალები, ამორეცხილი ნამუსი და სალაფავში ჩარგული დინგები. რა გინდათ, რომ თვქენი შვილი გამოვიდეს ბიჭებო? ესეთ კინოებში მოსიარულე გინდათ? იმდენი თქვენ რა გითხარით რა, ნუ იმართლებთ ბრძანება გვაქვს მასეთიო, უნამუსო ბრძანებების შემსრულებელს, არ გაუხარია არასოდეს. და არ გაიხარებს არასდოეს. რას გვეჯიკავები კაი ხალხო, ვდგავართ აქ ვლოცულობთ და გვეთამაშებით პინგპონგს,"-განაცხადა აქციაზე ლევან ვასაძემ.

 

ამავე თემაზე