2019-11-08 21:00:47
პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს - დიმიტრი ლორთქიფანიძე

პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს - ამის შესხაებ განცახდებამ, ყოფილი დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთა. მისი თქმით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებასთან დაკავშირებით პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„ჩვენ ვითხოვთ კითხვებზე პასუხს. არსებობს ოფიციალური გაცნცხადება, არსებობს მტკიცებულებბის წარდგენის დაცული პროცესი, რომლის თანახმადაც, ჩვენ კონკრეტულ გარემოებებზე დაყრნდობით მივუთითეთ იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც არის ამ ფილმის ჩვენების გამომრიცხავი გარემოებები, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია გარდა იმისა, რომ რამოდენიმე საათის წინ შსს-ს ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაუხრმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენს მიერ განცხადებაში დაფიქსიერებული ყველა გარემოება დეტალურად იქნება შესწავლილი და ისინი მიიღებენ კანონქვემდებარე გადაწყვეტილებას. რამდენ ხანში მიიღებენ, არ ვიცი. ხელისუფლება გადაიხდის პოლტიკურ ფასს იმ შემთხვევაში, თუ სამართლებირვ შეფასებას არ მისცემს აბსოლუტურად ლეგიტიმურად დაყენებულ ყველა იმ საკითხს, რომლითაც ჩვენ მათ განცხადების დონეზე მივმართეთ. პასუხისმგებლობას ვიღებდი, ვიღებ და ავიღებ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჩემს მიერ სამართალდაღვევის ფაქტებზე დაყრდნობით მოთხოვნას, რომ შეწყდეს ფილმის ჩვენება“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ამავე თემაზე