2019-11-08 20:59:03
„ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე და ამ ძალადობის როცა აქამდეც და დღესაც ამას უშვებს“ - გიგა ბოკერია

ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე და ამ ძალადობის როცა აქამდეც და დღესაც ამას უშვებს - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.

„ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის გია ვოლსკის რეაქცია, არის დასტური იმის რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ეს ხალხი თითქმის ერთსულ და ერთხორც არიან: ვოლსკი, კვიციანი, ბრეგაძე, ვასაძე, კორკოტა ეს ერთი გუნდია, რომელიც შეკრიბა ივანიშვილმა და რომელიც გაათავხედა ყველა ერთად ივანიშვილმა. ეს მორიგი სიცრუეა თითქოს მე ვუკრძალავდე ვინმეს, რომ თუნდაც ჩემთვის მიურებელი და თუნდაც შავრაზმული იდეები ქონდეთ. აქ გათავხედება იგულისხმება, რომ გათავხედება იყო მათი დაუსჯელობა ძალადობისთვის და ძალადობისკენ მოწოდებისთვის ახლაც და წარსულშიც. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომ ეს პროპუტინული ჯგუფები არიან მათი მოკავშირეები. ყველა ვინც ძალადობს თავის მოქალაქეებზე მათი ნებისმიერი შეხედულებების გამო და ყველა ვინც ქადაგობს, რომ თავისუფლება არის შეუთავსებელი ჩვენს ტრადიციებთან და არ შეიძლება, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები მსოფხედველობით იყვნენ და უნდა იძალადონ სხვებზე სადაც გაუვათ არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მტერი. იმიტომ რომ პუტინის გზავნილს ატარებს და არის ჩვენი ქვეყნის შიგნით ინდივიდუალური თავისუფლების მტერი და რათქმაუნდა როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება ყველას არა მათი აზრების გამო არამედ ნებისმიერი ძალადობრივი მოქმედების ან ძალადობისკენ მოწოდების მომავალში პასუხი მოეთხოვებათ მკაცრად კანონის უზენაესობის ფარგლებში.

თავხედობა არის როდესაც დღეს, ამდენი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ამ ბოროტების იმპერიის დანგრევის შემდეგ, იმ რეჟიმის რომელიც ყველა თვალსაზრისით კაცობრიობის ისოტრიაში უდიდესი ბოროტებაა და საქართველოს თავისუფლების დამხობით და ასობით ათასი საქართველოს მოქალაქის ქართველის და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მკვლელი. ამ რეჟიმის მსახური, ცეკას ინსტრუქტორი დღეს არის მმართველი გუნდის ლიდერი და თავხედობა ივანიშვილის მხრიდან იყო ვოლსკისნაირი ხალხის წინ წამოწევა, რომლებიც თვითონ ვერ წამოიწეოდნენ რომ არა ივანიშვილი და მისი ძალაუფლება.

ასეთი მცირე ჯგუფი მოძალადე ადამიანების ახერხებს, რომ არანორმალური პირობები შეუქმნან მოქალაქეებს ვინც მიდიან კინოში. ჭყლეტვა, ჭიდაობა, პირდაპირი მოწოდება შეჭრისკენ და პოლიციელებს აქვთ დავალებ, რომ კიარ დააკავონ მოძალადეები და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეუქმნან ნორმალური პირობები. არა! უბრალოდ გამშველებლების როლში ამყოფებენ და მათ შორის ისინიც ხვდებიან ამ მოქმედებების მსხვერპლნი ზოგჯერ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე. ბატონი ვოლსკი, კვიციანის და დანარჩენების სახეა ხალხი ვინც ახლა ასე იქცევა იქ. სრული სიცრუეა თითქოს ვინმე იძახის, რომ თუნდაც ეგეთი აზრების, ან ცივილიზებული კონსერვატიული აზრების ქონის უფლება არა აქვთ. ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე და ამ ძალადობის როცა აქამდეც და დღესაც ამას უშვებს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე