2019-11-08 19:39:38
საქართველოში აშშ-ის საელჩო მიმდინარე აქციების გამო აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო მიმდინარე აქციების გამო აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს. ინფორმაციას საელჩო ვებგვერდზე ავრცელებს.   

"სხვადასხვა ჯგუფი მოუწოდებს პროტესტისკენ ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების პერიოდში, 8-დან 10 ნოემბრამდე. ამ პირთა უმეტესობა წარმოადგენს იმავე ჯგუფებს, რომლებიც იყენებდნენ ანტიელჯიბითი რიტორიკას და ივნისში დაგეგმილი "თბილისი პრაიდის კვირეულის" საწინააღმდეგოდ აქციები მოაწყეს. მეტიც, ბევრი მათგანის მხრიდან  უკანასკნელ პერიოდში გაკეთებული განცხადებები არის ანტიამერიკული, ავრცელებს სიცრუეს, რომ აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა "გასცეს ბრძანება", შემდგარიყო ფილმის ჩვენება".- ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე