2019-11-08 19:28:53
როგორც 9 აპრილს გვირტყავდნენ, ჩვენ არავის დავარტყამთ და მიწოლით ვეცდებით, თუ კი პოლიციის წინააღმდეგობა იქნება...-გურამ ფალავანდიშვილი

"თუ გამოვიდა ისე რომ ჩვენ შევძელით შესვლას შტეფსელიდან გამოვრთავთ, ისე რომ დაზიანება არ მოხდეს ტექნიკის. ხელებაწეული, როგორც 9 აპრილს გვირტყავდნენ, ჩვენ არავის დავარტყამთ და მიწოლით ვეცდებით, თუ კი პოლიციის წინააღმდეგობა იქნება“- აცხადებს, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი რომელიც „გალერია თბილისთან“ მივიდა.

მისი განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად შეეცდება კინოთეატრში შესვლას და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას.

მისი თქმით, თუ კინოთეატრში შესვლას ვერ მოახერხებენ, აქციის მონაწილეები, ასევე, შეეცდებიან, მჯდომარე აქციით, მაყურებლები ფილმის ჩვენებაზე არ შეუშვან.

„გალერია თბილისთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები, მათ შორის სასულიერო პირები იკრიბებიან.

ამავე თემაზე