2019-11-08 19:01:59
სანდრო ბრეგაძის თქმით ქართული მარშის წარმომადგენლები კინოთეატრში არ შევლენ

სანდრო ბრეგაძის თქმით ქართული მარშის წარმომადგენლები არ შევლენ კინოთეატრში, "​მე მომხრე ვარ იმის, რომ დავსხდეთ აქ (ქუჩაში, ასფალტზე) და გავმართოთ მშვიდობიანი აქცია, ფილმის პარალელურად", - განაცხადა ბრეგაძემ. 

შეგახსენებთ, მთელი დღის განმავლობაში "ქართული მარშის" წარმომადგენლები ავრცელებდნენ განცხადებებს, რომ არ დაუშვებდნენ ფილმის ჩვენებას, თუმცა რა ფორმით ამას არ ასახელებდნენ. 

ცნობისთვის კინოთეატრ "ამირანის" კარები სამართალდამცავებმა უკვე ჩაკეტეს და აღარავის უშვებენ. ვისაც სურვილი ჰქონდა ჩვენებაზე დასწრების ამ დრომდე შევიდნენ. 

შეგახსენებთ​ ​ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. "ამირანის" წინ მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდაცმველი.

ამავე თემაზე