2019-11-08 18:41:15
აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროისათვის უკვე კინოთეატრის შესასვლელთან იმყოფებიან

აქციის მონაწილეები ვერის ბაღიდან კინო "ამირანის" მიმართულებით დაიძრნენ და ნელ-ნელა უკვე იკრიბებიან.

აქციის მონაწილეთა ნაწილი  ამ დროისათვის უკვე კინოთეატრის შესასვლელთან იმყოფებიან. ისინი ხმის გამაძლიერებლით მიმართავენ "ამირანის" დირექციას, რომ არ გაიმართოს კინო "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება. 

მსვლელობის მიმდინარეობის დროს სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

შეგახსენებთ​ ​ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. "ამირანის" წინ მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდაცმველი.

ამავე თემაზე