2019-11-08 18:37:49
საქართველო შერცხვება და სამუდამოდ დაიღუპება, თუ მას ასეთი რაღაცების ადგილად გავხდით - ვასაძე

საქართველო შერცხვება და სამუდამოდ დაიღუპება, თუ მას ასეთი რაღაცების ადგილად გავხდით - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა. ბიზნესმენმა კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ თანამოაზრეებს სიტყვით მიმართა.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისთვის, არ დავუშვათ საქართველოში ჩვენი ერის ტრადიციის, ჩვენი სულიერი საგანძურის, უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი. ჩვენი ერი, რომელიც 70 წლის განმავლობაში ებრძოდა მარქსიზმს და ეგონა, რომ გათავისუფლდა ტოტალიზარიზმისგან, აღმოჩნდა ტოტალიტარული მეორე იდეოლოგიის საკანში, რომელსაც ლიბერალური ტოტალიტარიზმი, ან გლობალური  ლიბერალიზმი ქვია. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენი ერის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვიხაროდა და გვიხარია მარქსიზმის დანგრევა, სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის. როდესაც ჩვენთვის ყველასთვის საძულველი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ თითქმის ექვსი მილიონი ვიყავით, ახლა თითქმის სამი მილიონიღა დავრჩით. თუ ჩვენს მიერ საძულველი საბჭოთა იმპერიის დანგრევის ჟამს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლები ცხოვრობდა, ახლა არც კი ვიცით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. თუმცა მე ვრჩები აბსოლუტურად ანტისაბჭოთა და ყველანი ჩვენ ანტიმარქსისტულ ეროვნულ ადამიანებად, ის კატასტროფა, რაც გვჭირს ბოლო 30 წლის განმავლობაში, არის მიზანმიმართული იდეოლოგიური მუშაობის შედეგი.

ამ იდეოლოგიის მიზანია, აქციოს საქართველო პლაცდარმად ერთმანეთში მეომარ იმპერიებს შორის ბრძოლისათვის და ამ მიზნით ჩვენს ერს უნდა დააკარგვინონ ეროვნულობა, იდენტობა, ტრადიცია და პატივისცემა საკუთარი სასულიერო ღერძისა. ამისათვისაა, რაც კეთდება ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში. სრულიად უკონტროლო, აღვირახსნილი, აბორტების პორნოგრაფიის, აზარტული თამაშების, კაზინოების, ნარკოტიკების პოლიტიკა შეუქცევადად ანადგურებს ჩვენს ერს…მიზანმიმართული მცდელობა ჩვენი ახალგაზრდების გადაჯიშებისა და გადაგვარებისა, ყოველგვარი სიბინძურის და გარყვნილების დაუღალავი პროპაგანდა…ეს ჩვენი ზღაპრული, მშვიდი ქვეყანა, რომელიც ასე გვიყვარს, გადაქცეულია ჯოჯოხეთად…გადაიღეს დასავლური გრანტებით ფილმი, რომელიც არის პირდაპირ სულში ჩაფურთხება ყველა ქართველისათვის.შეგვარცხვინეს მთელ მსოფლიოში ამ ფილმით.

ესეც არ გვაკმარეს,და მიუხედავად იმისა, რომ ამ საზიზღარი ფილმის ნახვა ინტერნეტში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კიდევ უფრო გადაწყვიტეს ჩვენი შეურაცხყოფა და დააძალეს, თუ ამათაც უნდათ დღეს, განიზრახეს საჯარო ჩვენება ამ ფილმისა, რათა მომავალ თაობას უთხრან, აღარაა საქართველო, აღარ არსებობს მისი წესიერება. ამას გიკეთებთ ის ხალხი, ვინც შეურაცხყო პატრიარქი და გამუდმებით ებრძვის ჩვენს ერს. თუ ჩვენ დღეს ამ საშინელებას წინ არ აღვუდგებით, ადამიანებს აჩვენებენ, რომ აღარ არსებობს აღარაფერი წმინდა. სიმართლე გითხრათ, მე, როგორც ერთ-ერთ თქვენს ძმას, ერთ-ერთ თქვენს თანამოქალაქეს, რომელსაც ამდენი წელია, არავის თავს არ გაცოდებთ, ასე მესმხიან თავს, ასე შეურაცხმყოფენ, ასე ცილს მწამებენ, ასე მამცირებენ ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ტრადიციების ერთგულების გამო, რომელსაც მეჩვენება, რომ უკვე ყველაფერი ვნახე, კითხვა გამიჩნდა, რა ვქნა მე, რით აღვუდგე ამ საშინელებას, როგორ შევაჩერო ის? ეშმაკმა, ბოროტმა ძალამ მაშინათვე მომახვია თავს შეკითხვები, გამომეხმაურება ხალხი, მოვა? დამიდგება გვერდში, რომ ვთქვა, ეს არ შეიძლება? საქართველო შერცხვება და სამუდამოდ დაიღუპება, თუ მას ასეთი რაღაცების ადგილად გავხდით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამავე თემაზე