2019-11-08 18:18:04
ევროპული საქართველოს ლიდერები გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ამერიკელ კონგრესმენებს ადამ კინზინგერს და ალექსანდრ მუნისს შეხვდნენ

ევროპული საქართველოს ლიდერები გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ამერიკელ კონგრესმენებს ადამ კინზინგერს და ალექსანდრ მუნისს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, დეოკუპაციის საკითხების საერთაშორისო დონეზე აქტუალიზაციისათვის გადასადგმელ ნაბიჯებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების შელახვის ფაქტებს და ევროპული საქართველოს წევრებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით ამერიკელ კონგრესმენებს გააცნეს თავიანთი ხედვა სიის წევრების აშშ-ს სანქციებში მოსახვედრად.

ასევე განიხილეს ნატოსთან ინტეგრაციის სხვადასხვა მოდელები და აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

ამავე თემაზე