2019-11-08 18:18:26
გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს ფილმის ნახვა და ვის არა - წულუკიანი

მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ და შემდეგ უკვე გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს, რომ ეს ფილმი ნახოს, ვის არ დააინტერესებს და გაუჩნდება პროტესტის განცდა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით აცხადებს. წულუკიანი თქმით, საქართველოში შემოქმედებით საქმიანობაზე ცენზურა არ არსებობს.

„ჩვენს ქვეყანაში შემოქმედებით საქმიანობაზე არ არსებობს ცენზურა. ამას უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ჩვენი სახელმწიფოებრივი მექანიზმის. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ და შემდეგ უკვე გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს, რომ ეს ფილმი ნახოს, ვის არ დააინტერესებს და გაუჩნდება პროტესტის განცდა. მნიშვნელოვანია, ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არ გადავიდეს ზღვარს, რომელიც არის კანონის დარღვევა. ორივე მხარეს აქვს თავისუფლება და ასევე, ვალდებულებებიც“ , - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისის კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული.  

ამავე თემაზე