2019-11-08 17:10:17
ჩვენ არ ვართ მოწოდებულები იმისთვის, რომ პოლიციის კორდონები გავარღვიოთ და ვიღაცას თავ-ყბა დავულეწოთ - სანდრო ბრეგაძე

ჩვენ არ ვართ მოწოდებულები იმისთვის, რომ პოლიციის კორდონები გავარღვიოთ და ვიღაცას თავ-ყბა დავულეწოთ-სანდრო ბრეგაძე

ჩვენ არ ვართ მოწოდებულები იმისთვის, რომ პოლიციის კორდონები გავარღვიოთ და ვიღაცას თავ-ყბა დავულეწოთ- აცხადებს "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე კინოთეატრ "ამირანთან". 

სანდრო ბრეგაძე ირწმუნება, რომ ის და მისი თანამოაზრეები პოლიციის კორდონის გარღვევას არ აპირებენ და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას მშვიდობიანი მეთოდით შეეცდებიან.

"არსებობს მშვიდობიანი ბრძოლის ფორმები. ჩვენ ვეცდებით, ამ ფილმის ჩვენება არ დავუშვათ. ჩვენ არანაირ ძალადობრივ გზას არ მივმართავთ, არც მაყურებლების და არც პოლიციელების მიმართ. ვიქნებით აბსოლუტურად მობილიზებულები, რომ მშვიდობიანად მოვახერხოთ აღნიშნული გეი-პროპაგანდისტური ფილმის არ ჩვენება, რადგანაც ეს არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, რომელიც შეურაცხყოფს თითოეული მამაკაცის და არამარტო მამაკაცის, ქალბატონების ღირსებას.

რაც შეეხება პოლიციის კორდონის გარღვევას, მე არ გამიკეთებია ასეთი ტიპის განცხადება, ვინც ამ განცხადებას აკეთებს, გთხოვთ, ეს კითხვა მას დაუსვათ. ჩვენ არ ვართ მოწოდებულები იმისთვის, რომ პოლიციის კორდონები გავარღვიოთ და ვიღაცას თავ-ყბა დავულეწოთ. მე ვნახე ფრაგმენტები ამ ფილმიდან და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქართველი მამაკაცები პირდაპირ ეკრანზე არიან სექსით დაკავებულები და ამას წარმოაჩენენ, რომ ეს არის დადებითი მოვლენა და ეს ზის ქართულ ეროვნულ ტრადიციებში,"- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ამავე თემაზე