2019-11-08 16:58:28
ინციდენტი კინოთეატრ "ამირანთან"

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერამდე 2 საათით ადრე, კინოთეატრ "ამირანთან" უცნობი მამაკაცი მივიდა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მან შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც ტერიტორიაზე მობილიზებულ სამართალდამცველებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს.  

მამაკაცის თქმით, მსგავსი თემატიკის ფილმი კინოთეატრში არ უნდა გავიდეს. ის შენობაში შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა და ტერიტორიიდან განარიდეს.

კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ "ამირანთან" დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში დღეს, პირველად გაიმართება. არეულობის თავიდან ასაცილებლად, ყველა მათგანთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. 

ამავე თემაზე