2019-11-08 16:48:13
ვიმოქმედებთ ჩვენი მანდატიდან გამომდინარე. მობილიზებულია ადეკვატური ძალები - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე დღეს "ქართული მარშის" მიერ დაგეგმილ პროტესტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, შესაძლებელია ფილმის ჩვენების ჩაშლა მოხდეს, ამიტომ თბილისში არსებულ ყველა კინოთეატრში მობილიზებულია პოლიციური ძალები და ისინი უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგს.

"შესაძლოა მოხდეს ფილმის ჩვენების ჩაშლა და საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება. ამიტომ თბილისში არსებულ ყველა კინოთეატრში მობილიზებულია პოლიციური ძალები და ისინი უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგს.

შსს-ს ამოცანაა ადამიანის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ვიმოქმედებთ ჩვენი მანდატიდან გამომდინარე. მობილიზებულია ადეკვატური ძალები. შეძლებისდაგვარად გავაკონტროლებთ საზოგადოებრივ წესრიგს. თუ საჭიროა გაკეთდება კორდონები რომ არ მოხდეს საზოგადოების დაპირისპირება,"- აცხადებს ვაჟა სირაძე. 

ამავე თემაზე