2019-11-08 16:23:07
კინოში წასვლა არის უფლება და დარბევა არის ძალადობა - ხოშტარია

კინოში წასვლა არის უფლება და დარბევა არის ძალადობა - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასა და დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. ხოშტარიას თქმით, ჯგუფები, რომლებიც კინოჩვენებას ეწინააღმდეგებიან, რუსეთთან არიან დაკავშირებული.

„ჩვენი კონსტიტუციითა და კანონით ძალადობის უფლება არავის არ აქვს. შეიძლება რაღაცა ჯგუფებს არ მოსწონდეთ რაღაც ფილმი, წიგნი ან რაღაც ქმედება, ამისთვის მათ აქვთ გარანტირებული მშვიდობიანად აზრის გამოხტვა. რაც  მოვისმინეთ, უკვე კანონდარღვევაა, რადგან  იყო პირდაპირი მუქარა ძალადობაზე, მათ შორის პოლიციის მიმართ ძალადობაზე, ვინაიდან საუბარი იყო კორდონის გარღვევაზე, ფილმის ჩვენების ჩაშლაზე, რაც ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც უფლება. კერძოდ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს არის ორი უფლების დაახლოებაო. კინოში წასვლა და ამის დარბევა არ არის თანაბარი უფლება. კინოში წასვლა არის უფლება და დარბევა არის ძალადობა. ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ ეს უნდა აღკვეთოს, მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, რადგან ეს ახალისებას ძალადობას.

ისინი საუბრობენ რუსეთის პროპაგანდის ენით, რომელიც ანგრევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიმიტრი ლორთქიფანიძე, ეს არის ჯგუფი, რომელიც პრიმაკოვის ფონდიდან, პრაქტიკულად კრემლიდან იღებს ფულს და მის ინტერესშია, მსგავსი ძალადობა, ესკალაცია შემოიტანოს ქვეყანაში. არანაირი ცენზურა არ არის საჭირო, ამას არ შევეგუებით. ეს არის კამპანია, თავდასხმა ფილმზე, რომელიც არ მოსწონს საზოგადოების რაღაც ნაწილს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.   

 

ამავე თემაზე