2019-11-08 16:23:14
სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს-კახა კალაძე

სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს, - ასე უპასუხა, მედიის კითხვებს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ"-თან დაკავშირებით. 

„შს სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება. სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს“,-განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში დღეს გაიმართება. ფილმის ჩვენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია, კი ვერის ბაღში ამ წუთებში იწყება. 

კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს სპეციალური დანაყოფებია მობილიზებული. 

ამავე თემაზე