2019-11-08 15:48:38
მივიწევ კარებისკენ, თავში მხვდება ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ, ვაღებ მშვიდად, ლამაზად კარს და "შტეფცელიდან" ვრთავ დენს - ფალავანდიშვილის ახალი გეგმა

მივიწევ კარებისკენ, თავში მხვდება ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ, ვაღებ მშვიდად, ლამაზად კარს და "შტეფცელიდან" ვრთავ დენს - ჰომოფობიური მოძრაობის წევრმა, გურამ ფალავანდიშვილმა ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლის ახალი გეგმა შეიმუშავა. მისი თქმით, ჯერ არ იცის, სად არის "შტეფცელი". მან ასევე აღნიშნა რომ, სხვა ფილმზე შესვლა და შემდეგ დარბაზში დარჩენა უნდოდა, მაგრამ არ შეუშვეს.

"მივიწევ კარებისკენ, თავში მხვდება ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ, მივდივარ, მივდივარ და ბოლოს იმდენი ვართ, რომ ყველას ვერ გვირტყამენ, ვაღებ მშვიდად, ლამაზად კარს და "შტეფცელიდან" ვრთავ დენს",-აცხადებს ფალავანდიშვილი.

ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ. ფალავანდიშვილი ფილმის ჩაშლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის დარბაზის წინასწარ დაკავებას და კინოთეატრის შესასვლელის პიკეტირებას. მისი გეგმით, სამი დღის განმავლობაში ფილმის ვერცერთი სეანსის ჩვენება არ უნდა მოხდეს. როგორც ის ამბობს, მათი ძალები ყველა კინოთეატრთან გადანაწილდება.

 

ამავე თემაზე