2019-11-08 15:02:54
10 რჩევა როგორ გავხდეთ მილიონერი

არ გეჩვენება, სტატიას ზუსტად ასე ქვია, იმიტომ რომ ბრიტანელმა და სხვა ეროვნების წარმომადგენელმა ექსპერტებმა 10 იმ უნივერსალურ რჩევას მოუყარეს თავი, რითაც რამდენიმე წელიწადში ამ მიზანს მივაღწევთ. მაშ, ასე:

  1. განსაზღვრე შენი ამჟამინდელი ფინანსური სტატუსი

ვერ გაზრდი შენს ფინანსებს მანამ, სანამ ზუსტად არ გეცოდინება, რამდენი გაქვს შემოსავალი და საიდან  უნდა დაიწყო მისი ზრდა. დეტალურად ჩამოწერე შენი ფინანსური და ცხოვრებისეული მიზნები.

2. იმუშავე შენი შემოსავლის გაზრდაზე

პირველ რიგში დაიწყე მარტივით: გაარკვიე, არის თუ არა შენს ამჟამინდელ სამსახურში უკეთესანაზღაურებიან პოზიციაზე ვაკანსია ან შეგიძლია თუ არა, რომ ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკო დამქირავებელს.

3. იფიქრე დამატებით შემოსავლის წყაროზეც

მილიონერებს შემოსავლის მხოლოდ ერთი წყარო იშვიათად აქვთ. ასე რომ, იპოვე ფრილანსერული სამუშაო, ისეთი როგორიცაა სწავლება, ბლოგის წარმოება, კონსულტირება, ონლაინ-მაღაზიის გახსნა და ა.შ.

4. დაიწყე დაგროვება

მას მერე რაც შენი შემოსავლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია გექნება, ჩამოაყალიბე სტრატეგია, როგორ უნდა დახარჯო გონივრულად ის. შენი შემოსავლების 10% აუცილებლად გადადე გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

5. დაიწყე ახალი უნარების გამომუშავება

ამისათვის არაა საჭირო დოქტურანტურაში ჩაბარება, უბრალოდ შეგიძლია: იკითხო მეტი, მოუსმინო პოდკასტებს, დაესწრო სხვადასხვა ღონისძიებებს და კონფერენციებს, გაიარო ონლაინ-კურსი და ა.შ.

6. ეძებე დამატებითი შესაძლებლობები

შესაძლებლობები ოფისში შენი ლეპტოპის ეკრანის უკან არ დევს. თუკი ბიზნეს-იდეა გაქვს, მოახმარე იდეის განვითარებას შენი მთელი თავისუფალი დრო.

7. გახდი უფრო მოკრძალებული

გამოიყენე ფასდაკლების კუპონები და ლოიალობის ბარათები, იარე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რესტორნის ნაცვლად სახლში ისადილე, სუპერმარკეტში პროდუქტების ყიდვისას ყველაზე იაფიანი აარჩიე.

8. თავიდან აირიდე ვალი

ბანკის სესხი, ერთი მხრივ, არის შენს ფინანსებში ინვესტიცია, თუმცა, თუკი ნათლად არ გაქვს წარმოდგენილი, როგორ დააბრუნო ის, მაშინ გადახედე ვალის აღების საჭიროებას.

9. კავშირები

წარმატებულ ადამიანებს სხვა წარმატებულ ხალხთან აქვთ კონტაქტი, ისინი, ასე ვთქვათ, ერთ მინდორზე თამაშობენ. შედეგად, საჭირო ადამიანებთან კონტაქტი ერთგვარი კატაპულტით გადაგისვრის წარმატებისკენ.

10. და ბოლოს, ითამაშე ლოტო

ეს ხომ მილიონერობისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზაა. იყიდე 2 ლარად ლოტო 6/42-ის ბილეთი, დაელოდე გათამაშებას რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 20:50სთ-ზე ყოველ სამშაბათსა და პარასკევს და გახდი გამარჯვებული!

გახსოვდეს, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

http://Www.Lotto.ge

 

ამავე თემაზე