2019-11-08 14:39:08
ზოგადი შეფასება არის, რომ ქალმა მოსამართლეებმა აჯობეს კაცებს... "ნაციონალური მოძრაობა" მოსამართლეების სიას მხარს არ დაუჭერს - რომან გოცირიძე

პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ავრცელებს. მისი თქმით, წარდგენილი კანდიდატებიდან მოთხოვნებს მხოლოდ 4 აკმაყოფილებდა. თუმცა, დეპუტატს მიაჩნია, რომ წარდგენილი კანდიდატების უვადოდ გამწესებით ქვეყნის დემოკრატიას ზიანი მიადგება.

„ამ მოსმენებმა გვაჩვენა ძალიან მძიმე სურათი. პირველი ის, რომ ისინი არ არიან დამოუკიდებლები და ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ მათ „კლანი“ აკონტროლებთ და შერჩევის პრინციპი სწორედ მათი მორჩილება იყო ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს მიმართ. რაც შეეხება კომპეტენციას, სამწუხაროდ, კომპეტენციაც არადამაკმაყოფილებელია. ზოგადი შეფასება არის, რომ ქალმა მოსამართლეებმა აჯობეს კაცებს. ამ სიიდან შესაძლებელია ოთხი ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად იმ მოთხოვნებთან მიმართებით,რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. დანარჩენებმა პირადად ჩემი აზრით, ვერ დააკმაყოფილეს საკვალიფიკაციო და შესაბამისი ცოდნის კრიტერიუმები. როგორც დავინახეთ, 150 კაციდან ძირითადად შეირჩა ის ხალხი, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით იყო დაკავშირებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და „კლანის“ ხელმძღვანელობასთან პირდაპირ თუ ირიბად. წარმოდგენილი სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს და დაიწყოს ჯანსაღი პროცესი. ერთადერთი, რაც კარგია, არის ის მონაპოვარი, რომელიც საზოგადოების პროტესტმა გამოიღო, ეს არის განხილვის პროცესი, გამჭვირვალობა და მისი კანონში ასახვა. ეს იყო საზოგადოების გამარჯვება. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამ პირობებში ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა იქნება სერიოზული ზიანი ქვეყნისა და მისი დემოკრატიული მომავლისთვის",- განაცხადა გოცირიძემ.

ამავე თემაზე