2019-11-08 14:25:07
როგორც იქნა, მეც გავერკვიე, რაში გვდებენ ბრალს და ეს არის ძალიან საინტერესო - ხაზარაძე

როგორც იქნა, მეც გავერკვიე, რაში გვდებენ ბრალს და ეს არის ძალიან საინტერესო, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადაიდო.

„თურმე იურიდიული პირიდან სესხის აღება 17-პროცენტიანი სარგებლით, ოფიციალურად საბანკო არხით მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა არის ფულის გათეთრება. საბოლოო ჯამში, ასე ჩამოყალიბდა ჩვენი წინა ბრალდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც აუღია მაღალპროცენტიანი თუ დაბალპროცენტიანი სესხი, გადაუხურდავებია ან დაუკონვერტირებია სხვა ვალუტაში, რადგან შიდა გადარიცხვა ლარით უნდა მოხდეს და უცხოეთში, იმ ვალუტაში, რომელშიც ის არის გადასარიცხი. შესაბამისად, ყველა ადამიანი საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, უნდა იყოს ჩვენთან ერთად. ასეთ აბსურდამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ამავე თემაზე