2019-11-08 13:18:58
ბოკერიას თქმით, ყველა ჯგუფი, რომელიც ფილმის წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, პროპუტინისტური ფაშისტი და თავისუფლების მტერია

ბოკერია აცხადებს, რომ ყველა ჯგუფი, რომელიც ფილმის წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, პროპუტინისტური ფაშისტი და თავისუფლების მტერია - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” წინააღმდეგ არის დაგეგმილი. ბოკერია მიიჩნევს, რომ ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, არიან ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები

„უფლებები მათაც აქვთ, როგორც სხვა მოქალაქეებს, მაგრამ მათი შეფასება ცალსახა უნდა იყოს. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი ამ ქვეყნის თავისუფლების დაცვაა და ეს ხალხი ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედდა, რადგან ივანიშვილი მათ ოპონენტების წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად იყენებს ქვეყნის ინტერესების და ადამიანების თავისუფლების ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ გათავხედებულები ტყუილად არიან. ქართული საზოგადოება ივანიშვილს პოლიტიკურ განაჩენს მშვიდობიანად ძალიან მალე გამოუტანს და ვინც ძალადობას გაბედავს, თავის ადგილს კანონის უზენაესობის ფარგლებში მიუჩენს”, – განაცხადა ბოკერიამ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე