2019-11-08 12:28:24
მაგდა მაღრაძე, სოზარ სუბარი და მაია მიმინოშვილი - განათლების მინისტრობის არაოფიციალური კანდიდატები

არაოფიციალური ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად  პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის კანდიდატურები განიხილება. უცნობია, ჯერ-ჯერობით რომელი მათგანი დაიკავებს მინისტრის თანამდებობას. 

შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა გუშინ, საკუთარი ნებით დატოვა.   

ამავე თემაზე