2019-11-08 12:11:53
პოლიციასთან ერთად, შეხლა-შემოხლა იქნება მეტნაკლებად... ჩვენი მიზანია, პრემიერა არ შედგეს - მორგოშია

ლევან ვასაძის მხარდამჭერი, კოტე მორგოშია ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის გეგმას სრულად არ ამხელს და ამბობს, რომ  პროტესტის ფორმა სიტუაციის მიხედვით შეირჩევა. 

"გაპროტესტების ფორმა გვექნება, რასაც სიტუაცია მოიტანს, ჩაფიქრებული რაც გვაქვს, აქ ვერ გავშლით. პირდაპირ გეუბნებით, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს უზნეობა არ დავუშვათ. ჩვენი მიზანია, რომ ეს არ შედგეს. ასეთი პრეცედენტი "სუხიშვილებში" არ ყოფილა და ამიტომაცაა ჩვენი სიამაყე და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს ბლოკირება იქნება. პოლიციასთან ერთად, შეხლა-შემოხლა იქნება მეტნაკლებად... ჩვენ ახლა ცემა-ტყეპას არ ვაპირებთ მით უმეტეს ძალოვნების,"- განაცხადა მორგოშიამ.   

ამავე თემაზე