2019-11-08 11:45:53
ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება - ბრეგაძე

ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება - ამის შესახებ "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ კინოთეატრ "ამირანში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას დაკავირებით განაცხადა. 

როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და ფილმის ჩვენებას მშვიდობიანად გააპროტესტებენ.

ბრეგაძის თქმით, აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრ "ამირანის" შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან, „სირცხვილის კორიდორი" გააკეთონ და მაყურებლებს არ მისცენ ფილმის ჩვენებაზე შესვლის საშუალება.  

"16:00 საათზე დაიწყება "ქართული მარშის" საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება გეი პროპაგანდისტური ფილმის ჩვენების წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. ჩვენ ვიმოქმედებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად", - აღნიშნა ბრეგაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.  

ამავე თემაზე