2019-11-08 11:31:41
ბიძინა ივანიშვილმა მოიტყუა, ქოსატყუილა აღმოჩნდა - ბერძენიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა მოიტყუა ქოსატყუილა აღმოჩნდა. ამოვისუნთქეთ როდესაც თავი დაგვანება - ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა “360 გრადუსში” განაცხადა. ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილმა მოიტყუა, ის დავით უსუფაშვილს პრემიერობას პირდებოდა, თუმცა შემდეგ უარყო. 

“ერთ რამეს ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილმა მოიტყუა. ბიძინა ივანიშვილია აღმოჩნდა ქოსატყუილა. ბევრი თვალსაზრისით, დათო უსუფაშვილს როგორ შევთავაზებდი პრეიერობასო ჩემთან აქვს 5-ჯერ ნათქვამი, ხათუნა სამნიძესთან. ნახევარი რესპუბლიკური პარტია იყო ჩართული ამაში. ამოვისუნთქეთ როდესაც თავი დაგვანება. ამის პატიებას არ ვაპირებ, ტყუილების პატიებას არ ვაპირებ”, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.   

ამავე თემაზე