2019-11-08 11:19:56
კინოთეატრ ,,ამირანის" შესასვლელში დაცვამ, უსაფრთხოების მიზნით დეტექტორები დაამონტაჟა

კინოთეატრ ამირანის შესასვლელში კინოთეატრის დაცვამ,უსაფრთხოების მიზნით დეტექტორები დაამონტაჟა.

დღეს, ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეარებში ერთდროულად გაიმართება. ფილმის პრემიერა რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტის ფონზე გაიმართება. ლევან ვასაძე და "ქართული მარში" პრემიერის ჩაშლითა და კინოთეატრების პიკეტირებით იმუქრებიან. ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას.

ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე გახმაურებულმა ქართულენოვანმა, შვედურ-ფრანგულმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“, „ნიუფესტზე“ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა. ის შვედეთის სახელით, ოსკარზე მიემგზავრება. რა სირთულეები წარმოიქმნა ფილმზე მუშაობისას საქართველოში და როგორ ჩაიარა ფილმის ნიუ-იორკულმა პრემიერამ?

ამავე თემაზე