2019-11-08 10:33:55
ძლიერი მიწისძვრა ირანში - დამანგრეველ სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ჩრდილოეთ ირანში დღეს დილით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 4 და დაშავდა 120 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა.

ძლიერი რყევა ადგილობრივი დროით 2:17 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ არდებილიდან 83 კილომეტრში იყო.   

ამავე თემაზე