2019-11-07 11:57:09
პასუხისმგებლობა უმთავრესი არის ბატონი გახარიასი, თუმცა როგორც ჩანს მან უდიდესი წილი პასუხისმგებლობის გადააკისრა ბატიაშვილს - ბაჩანა შენგელია

პასუხისმგებლობა უმთავრესი არის ბატონი გახარიასი, თუმცა როგორც ჩანს მან უდიდეს წილი პასუხისმგებლობის გადააკისრა ბატიაშვილს - ასე ეხმაურება ზუგდიდი მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერძაიას შვილი ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას. მისი თქმით, ბატიაშვილს ალბათ არ გაურკვევია სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა, როგორ სკოლაში მიდიოდა და როგორც ჩანს ამას არ პატიობენ, შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა გადააქვთ მასზე.

"პასუხისმგებლობა უმთავრესი არის ბატონი გახარიასი, თუმცა როგორც ჩანს მან უდიდეს წილი პასუხისმგებლობის გადააკისრა ბატიაშვილს ვინაიდან, მან კი გასცა ბრძანება კი უთხრა ბატიაშვილს და დაავალა სკოლაში შესვლა მაგრამ, ბატიაშვილს ალბათ არ გაურკვევია სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა,  როგორ სკოლაში მიდიოდა და როგორც ჩანს ამას არ პატიობენ, შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა გადააქვთ მათზე. ბუნებრივია ესეც არ არის სწორი, ვინაიდან თავისი უდიდესი პასუხისმგებლობა გახარიასაც გააჩნია, თუმცა დღეს მოცემულობა ეს არის, რომ გახარია არის პრემიერ მინისტრი და ამიტომ ის ბუნებრივია ის კარნახობს ამ წუთას დირექტივებს. მაგრამ მოვა დრო, რომ ეს შეიცვლება და კიდევ ერთხელ არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი, ეს რომ აი ეს მოუწია და რაც მთავარია ეს არის ერთი ნაბიჯი კიდევ, მისი განსასჯელი სკამისკენ, ბატიაშვილს გულისხმობ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში." - აცხადებს ბაჩანა შენგელია.

ამავე თემაზე