2019-11-07 10:23:24
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. ქალის ცხედარი გარდაცვლილის ძმის შვილმა და მეზობელმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ტელეფონზე აღარ პასუხობდა და ბინაში მიაკითხეს. წინასწარი დათვალიერებით, ქალი სავარაუდოდ გაგუდეს.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.   

ამავე თემაზე