2019-11-06 12:01:01
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

აზარტული თამაშების კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი - ბათუმში, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი  გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა:

"აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით..." - წერია 23 წლის ახალგაზრდის  მიერ გავრცელებულ ფაცებოოკ პოსტში.  

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.   

ამავე თემაზე