2019-11-05 18:56:34
გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება - ვოლსკი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება - ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს საუბრისას გააკეთა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას

„გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება, რადგან პარლამენტში დახურულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რა მასალაც წარმოგვიდგინა, საკმაოდ სერიოზულ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ დასკვნები გააკეთოს არა მხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, არამედ საზოგადოებამ. ეს სამართლებრივ ნაწილზე როგორ აისახება, შეწყდება, გაგრძელდება თუ სასამართლოში გადაინაცვლებს, ამაზე კომპეტენტური არ ვარ, რომ პასუხი გაგცეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე