2019-11-05 17:06:08
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არაფერი მოხდეს პრემიერაზე და ეჭვი მაქვს, არც არაფერი მოხდება - ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროდიუსერი

 ქართულ საზოგადოებაში ამ ფილმის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა - ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროდიუსერი, ქეთი დანელია აცხადებს. იგი იმედს გამოტქვამს რომ ფილმის პრემიერა წყნარად ჩაივლის.

„ფილმი კანის ფესტივალის შემდეგ 40-მა ქვეყანამ შეიძინა. აქვს 15-მდე ჯილდო, საკმაოდ წარმატებულია. ამ ეტაპზე ოსკარის და ოქროს გლობუსის ეტაპზე ვარ. იმედი გვაქვს, წარმატებებსაც მივაღწევთ. ფილმი ბევრ ფესტივალზეა წარდგენილი. ქართულ საზოგადოებაში ამ ფილმის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა. იმედი გვაქვს, მოეწონება მაყურებელს. ეს ფილმი ჩვენს რეალობასა და ყოველდღიურობაზეა.

ყველა ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში და იმედი მაქვს, ასეც დარჩება. კინო არის უნივერსალური ენა. კინოს არ აქვს არც რელიგია და არც რაიმე მიმდინარეობა. ვისაც სურს ნახვა, ნახავს. უსაფრთხოება არის ყოველთვის პირველი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოებიც იმუშავებენ ამაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არაფერი მოხდეს პრემიერაზე და ეჭვი მაქვს, არც არაფერი მოხდება“, - განაცხადა ქეთი დანელიამ. 

ცნობისთვის, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს.  

ამავე თემაზე