2019-11-05 10:10:05
რუსეთი რამდენჯერმე ჩაერია საარჩევნო კამპანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, საქართველოც ამ მიმართებით მისი პირველი სამიზნეა - ფუკუიამა

რუსეთი რამდენჯერმე ჩაერია საარჩევნო კამპანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, საქართველოც ამ მიმართებით მისი პირველი სამიზნეა - ამის შესახებ განცხადება, იაპონელმა წარმოშობის ამერიკელმა  ფილოსოფოსმა და პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამა თბილისში ვიზიტისას საქართველოში არსებულ პილიტიკური ვითარების შეფასებისას გააკეთა. 

"რეალურად, საკითხი ისე დგას, რომ ძალაუფლება არის იმ ადამიანის ხელში, რომელიც არჩეული არაა. სწორედ ამ მხრივ არის საჭირო, არსებობდეს გამჭვირვალე მმართველობა, უნდა იყოს ცნობილი რეალურად ვის ხელშია და ვინაა მთავარი პოლიტიკური აქტორი. შეიძლება, ჩვენს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სხვა საგარეო პოლიტიკის მოსაზრებები აქვს, მაგრამ, ზოგადად, არსებობს ნამდვილად სიმპატიები როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს შორის... რუსეთი რამდენჯერმე ჩაერია საარჩევნო კამპანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. საქართველოც ამ მიმართებით მისი პირველი სამიზნეა. დღეს სოციალური მედია ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას, რომ შესაბამისმა ძალებმა ტექნოლოგიები თავიანთ იარაღად გამოიყენონ, რათა არჩევნებში ჩაერიონ. ამის მტკიცებულება უკვე არსებობს... რუსეთი ამ რეგიონის ყველა არჩევნებში ერევა და ამიტომ კონკრეტულ მაგალითებს ვერ მოვიყვან. ბევრი ჩარევა რთულად ამოსაცნობიც კი არის... ეს ხდება ბალტიიისპირეთში და უკრაინაში. 2020-ის არჩევნებისთვის მე გარწმუნებთ რომ უკვე საკმაოდ მძიმედ ერევა". - ამბობს ფუკუიამა ჟურნალისტებთან საუბარში.

ამავე თემაზე