2019-11-04 15:47:37
ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო - ივანიშვილი

ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო -„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის საკუთარი ქონების 90%-ის ქველმოქმედებაზე დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეულობით წლების წინ ჩამომიყალიბდა...ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო,"- ამბობს ივანიშვილი. 

Bloomberg-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება $5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ამავე თემაზე