2019-10-29 17:59:38
გავაგრძელებთ ზეწოლას, რომ ახალგორის გადასასვლელები გაიღოს - კარლ ჰარცელი

გავაგრძელებთ ზეწოლას, რომ ახალგორის გადასასვლელები გაიღოს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. ელჩის თქმით, ახალგორში მცხოვრები ქალის გარდაცვალების მიზეზი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის უფლების არ მიცემა გახდა.

„მსურს მივუსამძიმრო იმ ქალის ოჯახს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა ახალგორში. ჩვენ ვერ გავარკვიეთ მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზები და რა მოხდა სინამდვილეში. როგორც ვიცით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები არიან ადგილზე, რომლებიც ფაქტებს სწავლობენ. მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი იყო ის, რომ მას არ მისცეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის უფლება, რათა სათანადო მკურნალობა მიეღო. ეს არის არსებული შემაშფოთებელი სიტუაციის გამომხატველი კიდევ ერთი სიგნალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, რომ ეს სასაზღვრო გადასასვლელები გაიღოს. იმედი გვაქვს, რომ რელევანტური წარმომადგენლები ამ ძალისხმევის დროს კონსტრუქციულები იქნებიან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამავე თემაზე