2019-10-28 14:45:49
"პატრიარქის ჩამოშორება 2014 წელს დაიგეგმა... რუსულ-ქართული ჯგუფიდან მიტროპოლიტი სერაფიმე განიხილებოდა, მეუფე შიოს ვასაძე და დუგინი ლობირებდა" - ნესტან კირთაძე 

პატრიარქის ჩამოშორება 2014 წელს დაიგეგმა... რუსულ-ქართული ჯგუფიდან მიტროპოლიტი სერაფიმე განიხილებოდა, მეუფე შიოს ვასაძე და დუგინი ლობირებდა - ამის შესახებ განცხადება, პროფესორმა ნესტან კირთაძემ გააკეთა. მისი თქმით, ასარჩევ სიაში პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო არ შედიოდა, თუმცა კირთაძე იქვე აღნიშნავს, რომ მეუფე შიოს რამდენიმე გავლენიანი ბიზნესმენი ლობირებდა, მათ შორის იყო ლევან ვასაძე.

"მეუფე შიო ასარჩევ სიაში, რომელიც იყო ძალიან მცირე რაოდენობით, მაშინ არ იყო. საუბარია სიაზე, რომელიც ჰქონდათ რუსებს. ჩემი ინფორმაციით, მეუფე შიო მორიგი პატრიარქების ჩამონათვალში არ იყო. რაც დაზუსტებულად ვიცი, პატრიარქის პოსტზე განიხილებოდა, როგორც ქართული ჯგუფიდან, ასევე რუსული ჯგუფიდან მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა. მეუფე შიოს უფრო ლობირებდა ლევან ვასაძე და ქართული წარმოშობის რამდენიმე ბიზნესმენი დუგინთან ერთად. უფრო პოლიტიკური ჯგუფიდან წამოვიდა მეუფე შიოს კანდიდატურა, რომელზედაც ალბათ უარი არ თქვა რუსეთის საპატრიარქომ. ვინაიდან სწორედ მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებას წინ უძღოდა ილარიონ ალფაევის, რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირის ვიზიტი საქართველოში"- განაცხადა ნესტან კირთაძემ.

ამავე თემაზე